გამოქვეყნდა Red Dead Redemption 2-ის ახალი თრეილერი

65 ნახვები

კომპანია Rockstar Games-მა წარმოგვიდგინა სათავგადასავლო მოქმედებითი ჟანრის თამაშის Red Dead Redemption 2-ის ახალი ოფიციალური თრეილერი. ვიდეო ორიენტირებულია თამაშის სიუჟეტურ ხაზზე. თამაში მოგვითხრობს 1899 წლის ველურ დასავლეთზე, რომელიც თითქმის სრულად დაკავებული აქვთ ბანდიტებს.

როგორც იცით თამაშის მეორე ნაწილი გახლავთ ორიგინალი თამაშის პრიკველი. თამაშის მოქმედებები ვითარდება 1899 წლის ველურ დასავლეთში. თრეილერში ასევე ჩანს ახალგაზრდა ჯონ მარსტონი, რომელიც გახლავთ თამაშის პირველი ნაწილის მთავარი გმირი.

შემქმნელები მოთამაშეებს ჰპირდებიან მასშტაბურ, ღია სამყაროს რომელში მოგზაურობაც მოგიწევთ ტრადიციულად მესამე პირში. თამაშს ექნება როგორც სიუჟეტური ხაზი, ასევე მრავალმომხმარებლური რეჟიმი. თამაშის გამოსვლა დაგეგმილია 2018 წლის 24 ოქტომბრისათვის PlayStation 4-სა და Xbox One პლატფორმებზე.