სათავგადასავლო ჟანრის თამაშს Lake Ridden-ს მაისის თვეში ვიხილავთ

15 ნახვები

შვედური დამოუკიდებელი სტუდია Midnight Hub მუშაობს სათავგადასავლო ჟანრის თამაშზე სახელად Lake Ridden. თამაში მუშავდება Unity ძრავზე და როგორც შემქმნელები იუწყებიან იქნება საკმაოდ ჩამთრევი სიუჟეტის და საიდუმლოებების მქონე თამაში.

თამაშის მოქმედება ვითარდება 1988 წელს. თამაშის მთავარი გმირი არის 13 წლის მერი, რომელიც ზაფხულის ბოლო უქმეების გასატარებლად მიემგზავრება არც თუ ისე სასიამოვნო კომპანიონებთან, მის უმცროს დასა და მეგობრებთან ერთად მეინის შტატის უდაბნოში. საღამოს მერი იკამათებს საკუთარ დასთან, რის შემდეგაც მისი და გარბის ტყეში. შემდეგ რა თქმა უნდა იწყებს დის ძიებას და ხვდება ძველ მიტოვებულ ადგილას. იმისათვის რომ იპოვოთ დაკარგული და, თქვენ მოგიწევთ შეისწავლოთ უზარმაზარი მიტოვებული სასახლის ყველა კუთხე კუნჭული. ამოხსნათ უამრავი თავსატეხი და გაიგოთ ყველა საიდუმლოება ამ ადგილის შესახებ.

შემქმნელების თქმით თამაშის გასავლელად საჭირო იქნება 6 დან 9 საათამდე სათამაშო დრო. თამაში გამოდის 10 მაისს მხოლოდ РС პლათფორმაზე.