გავრცელდა პირველი კადრები Pro Evolution Soccer 2019-დან

333 ნახვები

ქსელში გავრცელდა პირველი საფეხბურთო, სპორტული ჟანრის თამაშის Pro Evolution Soccer 2019-ის კადრები.

პირველი კადრები ქსელში PlayStation Store ჰონკონგის განყოფილებამ გაავრცელა. კადრებთან ერთად ვრცელდება სხვა სიახლეები თამაშთან დაკავშირებით. სერიის ახალ ნაწილში როგორც ირკვევა იქნება უამრავი ლიცენზირებული ლიგა. განახლებები შეეხება MyClub-სა და ML Real Season-ის რეჟიმებს. გაიზრდება მოთამაშეების დონეები და დაემატება 11 ახალი უნარი. გაუმჯობესდება ანიმაცია. მოთამაშეების სიძლიერე ძლიერ გავლენას იქონიებს დაღლილობის მაჩვენებელზე.

გაუმჯობესდება თამაშის გრაფიკული მხარე რომელიც 4K HDR-ის მხარდაჭერით ბევრად უფრო ფოტორეალისტური იქნება.განახლება მნიშვნელოვნად შეეხება MyClub-ის რეჟიმს.მასში არსებული პრაქტიკულად ყველა ელემენტი განახლდება. ასევე განახლდება ML Real Season-ის რეჟიმი რომელშიც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მოთამაშეების ტრანსფერების სისტემა და ხელმისაწვდომი იქნება ბევრი ლიცენზირებული ლიგა.

თამაშის გამოსვლა დაგეგმილია 2018 წლის 30 აგვისთოსათვის.