გამოვიდა ახალი განახლება Xbox One S-სა და Xbox One X-ის კონსოლებისთვის

37 ნახვები

Microsoft-მა გამოუშვა განახლება Xbox One S-სა და Xbox One X-ის კონსოლებისათვის. განახლების მეშვეობით კონსოლები მიიღებენ გამოსახულების სინქრონიზაციის ტექნოლოგიას AMD FreeSync 2. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ტექნოლოგიის მხარდაჭერის მქონე ტელევიზორები ჯერ-ჯერობით ბაზარზე არ არსებობს. ფუნქციით სარგებლობისათვის საჭიროა სპეციალური სათამაშო მონიტორი. კონსოლები ასევე მიიღებენ 2560х1440 გაფართოების მხარდაჭერას, რომელიც Full HD-სა და Ultra HD-ს შორისი გახლავთ. ფუნქცია Mixer Share Controller საშუალებას იძლევა თამაშის პირდაპირი გადაცემისას გამავრცელებელმა თამაშის კონტროლი გადასცეს ერთ-ერთ მაყურებელს. ტექნოლოგია Auto Low Latency Mode უზრუნველყოფს უფრო რბილი სასიამოვნო გამოსახულების მიღებას. რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში თუ მონიტორს აღნიშნული ფუნქციის მხარდაჭერა გააჩნია.