Detroit: Become Human უკვე მზადაა

81 ნახვები

სტუდია Quantic Dream-მა დაასრულა მუშაობა Detroit: Become Human-ზე. თამაში გახლავთ ინტერაქტიული, დრამა, მოქმედებითი, სათავგადასავლო ჟანრის. რომელიც გახლავთ PS4-ის ექსკლუზივი.

რამდენიმე საათის წინ PSN-ის ონლაინ მაღაზიაში უკვე გამოჩნდა თამაშის სადემონსტრაციო ვერსია, რომელიც ნებისმიერი მსურველისთვის არის ხელმისაწვდომი. თამაშის დემო ვერსია მოიცავს პირველ ეპიზოდს სახელწოდებით “მძევალი.”

თამაშის მოვლენები ვითარდება 2038 წელს ქალაქ დეტროიტში. მომავლის სამყაროში ანდროიდი რობოტები ძირითად სამუშაო ძალად იქცა. ისინი არასდროს იღლებიან და არასდროს ამბობენ არას. ისინი ყოველთვის ემორჩილებიან საკუთარ მფლობელებს, თუმცა ერთხელაც ყველაფერი შეიცვალა. ზოგმა ანდროიდმა გამოავლინა მისთვის უჩვეულო ქცევები. თითქოს მათ გაუჩნდათ გრძნობების აღქმის და ფიქრის უნარი. მოთამაშეებს მოუწევთ სამი ანდროიდის მართვა, რათა დაეხმარონ მათ საკუთარი პიროვნების პოვნაში და გამორკვევაში, თუ ვინ არიან ისინი დღეს.

თქვენსმიერ გადადგმული თითეული ნაბიჯი და გადაწყვეტილება გავლენას იქონიებს როგორც პერსონაჟების, ასევე მთელი ქალაქის მომავალზეც.

Detroit: Become Human გამოდის 25 მაისს ექსკლუზიურად PS4 პლატფორმისთვის.

შემქმნელებმა ასევე გამოაქვეყნეს თამაშის მაღალი გარჩევადობის 4K ფოტო კადრები.