Xbox Live Gold-ის გამომწერები მაისის თვეში Metal Gear Solid V-ს მიიღებენ

24 ნახვები

 

გავრცელდა უფასო თამაშების ჩამონათვალი მათთვის, ვისაც აქვს Xbox Live Gold-ის გამოწერა. როგორც იცით, აღნიშნული გამოწერის მქონე მომხმარებლები ყოველთვიურად იღებენ რამოდენიმე უფასო თამაშს მთელი თვის მანძილზე. მაისის თვეში გამომწერები საკმაოდ საინტერესო თამაშებს მიიღებენ. ესენი გახლავთ: Super Mega Baseball 2 (Xbox One), Metal Gear Solid V: The Phantom Pain (Xbox One), Sega Vintage Collection: Streets of Rage (Xbox 360, Xbox One), Vanquish (Xbox 360, Xbox One).