God of War 4-ის ადრეული სადემონსტრაციო ვერსია და თამაშის ფოტო რეჟიმი

73 ნახვები

God of War 4-ის შემქმნელებმა წარმოგვიდგინეს თამაშის საინტერესო სათამაშო პროცესი, რომელიც დათარიღებულია 2015 წლით. რა თქმა უნდა თამაში იმ დროისთვის საკმაოდ ადრეულ სტადიაში გახლდათ, რაც ნამდვილად ადვილად შესამჩნევია. ხოლო რა მივიღეთ საბოლოოდ ეს უკვე ყველამ ვიხილეთ. თამაში 20 აპრილს გამოვიდა ექსკლუზიურად PS4 პლატფორმაზე.

 

 

 

შემქმნელებმა ასევე გვიჩვენეს თამაშის ფოტორეჟიმი რომელიც ჯერ-ჯერობით არაა ხელმისაწვდომი, თუმცა ახლო მომავალში ვიხილავთ თამაშის უფასო განახლების სახით. აღნიშნული რეჟიმით მოთამაშეები შეძლებენ საკუთარი სურვილისამებრ უამრავი დეტალის ცვლილებას: მაგალითად პერსონაჟების ამოღებას კადრებიდან, მთავარი გმირების კრატოსისა და მისი შვილის სახის მიმიკების ცვლილებას და ა.შ.

 

ფოტორეჟიმის გამოსვლის თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია.