Universal Studios Doom-ზე ახალ ფილმს გადაიღებს

47 ნახვები

მსახიობმა და ჯგუფ Letters from Fire-ის ვოკალისტმა ნინა ბერგმანმა საკუთარი ტვიტერის გვერდიდან გვამცნო, რომ ცნობილ ვიდეოთამაშ Doom-ზე ახალ ფილმს კომპანია Universal Studios გადაიღებს. ჯერ-ჯერობით არანაირი კონკრეტული ინფორმაცია არ ვრცელდება პროექტთან დაკავშირებით.

როგორც იცით პირველი ფილმი გამოვიდა 2005 წელს, რომელზეც Universal Pictures-მა იმუშავა. ფილმში მოვლენები 2046 წელში მიმდინარეობს. მარსზე არსებული გენეტიკური ლაბორატორიიდან მოდის განგაშის სიგნალი. ადგილზე ჩადიან საზღვაო ქვეითები, რომლებიც იგებენ რომ გენეტიკური ექსპერიმენტი რომელზეც დოქტორი კორმაკი მუშაობდა კონტროლიდან გამოვიდა. საზღვაო ქვეითებს მოუწევთ საშინელი მონსტრების შეკავება, რათა მათ ვერ ჩამოაღწიონ დედამიწაზე.