Battlefield 5-ში Battle Royale-ის რეჟიმს ვიხილავთ

83 ნახვები

ბოლო დროს საკმაოდ დიდი პოპულარულობით სარგებლობს ახალი მულტიფლეიერ რეჟიმი battle royale. აღნიშნული რეჟიმის მქონე ცნობილმა თამაშებმა Playerunknown’s Battleground-მა და Fortnite-მა მცირე დროში მოახერხეს და მოთამაშეების დიდი რაოდენობა შეკრიბეს საკუთარ სერვერებზე. რა თქმა უნდა მსხვილმა კომპანიებმა იციან battle royale-ისადმი მოთამაშეების დიდი ინტერესი და საკუთარ მსხვილ პროექტებში მის რეალიზებას ახდენენ. როგორც იცით ცოტახნის წინ გავრცელდა ინფორმაცია ახალი Call of Duty: Black Ops 4-ის შესახებ რომელსაც დაემატება battle royale-ის რეჟიმი. ახლა კი DICE გვატყობინებს, რომ Battlefield 5-შიც გამოჩნდება აღნიშნული რეჟიმი.

ცნობისთვის battle royale გახლავთ რეჟიმი, სადაც 100 ადამიანი ჩნდება ერთ დიდ ტერიტორიაზე, სადაც არავინ არავის გუნდში არ არის და თამაში გრძელდება მანამ სანამ არ დარჩება მხოლოდ ერთი ცოცხალი მოთამაშე.

კომპანია Electronic Arts-მა დაადასტურა რომ შემქმნელები უკვე ტესტავენ battle royale-ს რეჟიმს Battlefield-ის მეხუთე სერიისათვის.როგორც ცნობილია ამ დროისათვის შემქმნელებს რეჟიმის მხოლოდ პროტოტიპი აქვთ ხელთ.სწორედ ამიტომ დროის არ ქონის გამო აღნიშნული რეჟი გამოჩნდება თამაშის გამოსვლის შემდეგ დამატების სახით. შესაძლოა ახალი რეჟიმი Battlefield 5-თან ერთად Battlefront-მაც მიიღოს.

Battlefield V-ის გამოსვლა დაგეგმილია 2018 წლის ოქტომბრის თვისათვის. რათქმაუნდა თამაშს მიიღებენ PC, PS4 და Xbox One პლათფორმები. შემქმნელები  თამაშის შესახებ უახლეს ინფორმაციას EA Play-ს კონფერენცაზე გაგვაცნობენ რომელიც გაიმართება E3 2018-ზე ივნისის თვეში.

ცოტა ხნის წინ ასევე ვრცელდებოდა ჭორი, რომ სტუდია Massive Entertainment მუშაობს Tom Clancy’s The Division-ზე, რომელიც იქნება PUBG-ის სტილში.