Call of Duty: Black Ops 4-ს არ ექნება სიუჟეტური ხაზი

71 ნახვები

გავრცელდა რამდენიმე სიახლე საომარი თემატიკის თამაშის Call of Duty: Black Ops 4-ის შესახებ. როგორც ცნობილი ხდება სერიის ახალ ნაწილს არ ექნება სიუჟეტური ხაზის რეჟიმი. აღნიშნულის მაგივრად თამაში მიიღებს ახალ პოპულარულ რეჟიმს battle royale-ს. თამაშის ძირითადი მიმართულება იქნება მულტიფლეიერ რეჟიმი.

როგორც ცნობილი ხდება გუნდმა სიუჟეტური ხაზის ამოღების და მისი ახალი რეჟიმით ჩანაცვლების გადაწყვეტილება იმ მიზეზით მიიღო, რომ მისი დასრულებისათვის საკმარისი დრო არ გააჩნიათ. კომპანია Treyarch რომელიც მუშაობს აღნიშნულ თამაშზე ძირითადად ორიენტირებულია თამაშის მრავალმომხმარებლური რეჟიმის გაფართოებაზე, რომელიც მოიცავს კოოპერატიულ ზომბი რეჟიმებს. თამაშის შექმნაში ასევე მონაწილეობას იღებს Raven Software-ს გუნდი რომელიც ახალ რეჟიმზე battle royale-ზე მუშაობს.შემქმნელები გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას არ აკეტებენ. თამაშის ოფიციალური ანონსი 17 მაისს შედგება სადაც შემქმნელები ყველა საჟირო ინფორმაციას გაგვაცნობენ და მივიღებთ კონკრეტულ პასუხს გაქრება თუ არა სიუჟეტური ხაზი თამაშიდან.

არსებული ინფორმაციით თამაშის გამოსვლა დაგეგმილია 2018 წლის 12 ოქტომბრისთვის. თამაში გამოვა PlayStation 4, Xbox One-სა და PC პლატფორმებზე.