რას ვნახავთ მომავალ E3 2018-ზე

69 ნახვები

ზაფხულის დასაწყისში, როგორც იცით, შედგება ყოველწლიური ვიდეო თამაშების მასშტაბური გამოფენა E3 2018. ღონისძიებაზე მსოფლიო სათამაშო ინდუსტრიის სტუდიები და კომპანიები წარმოგვიდგენენ მათ უახლეს პროექტებს.

ქსელში უკვე გავრცელდა რამდენიმე კომპანიის კონფერენციის განრიგი და პროექტების სია, რომლებსაც წარმოგვიდგენენ ისინი.

დავიწყოთ Electronic Arts-ით.

ღონისძიება EA Play ტრადიციულად გაიმართება გამოფენის გახსნის დღეს. Electronic Arts-ის პრეზენტაციის პირდაპირი გადაცემა დაიწყება 9 ივნისს თბილისის დროით 22:00 საათზე. შემქმნელები რა თქმა უნდა გვაჩვენებენ უკვე ცნობილ RPG ჟანრის თამაშ Anthem-ს. ასევე ვიხილავთ EA Sports-ის ახალ სპორტულ თამაშებს და რასაც ალბათ ყველა მოთამაშე დიდი ყურადღებით ელის – საომარი თემატიკის, პირველი პირის შუთერის Battlefield-ის ახალ ნაწილს.

 

 

 

Microsoft

Microsoft-ის პრეზენტაცია დაიწყება 10 ივნისს თბილისის დროით 00:00 საათზე. რას წარმოგვიდგენს კომპანია ეს ჯერჯერობით ოფიციალურად უცნობია. ვიცით მხოლოდ Forza Horizon-ის ახალი ნაწილის შესახებ. თუმცა ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ Microsoft წარმოგვიდგენს შემდეგ თამაშებს: Cyberpunk 2077, Metro: Exodus, Splinter Cell, Borderlands-სა და Battlefield-ს. რაც შეეხება შემდეგი სერიის თამაშებს Halo Wars, Gears of War და Fable მათზე არაფერია ცნობილი.

 

Bethesda

Bethesda კონფერენციას 11 ივნისს თბილისის დროით 05:30 საათზე გამართავს. კომპანია გვპირდება “ჯოჯოხეთს დედამიწაზე.” შესაძლოა ეს მინიშნება იყოს DOOM-ის ახალი ნაწილის შესახებ. ალბათ ვიხილავთ Bethesda Game Studios ახალი პროექტების ანონსებს და Prey-ის ახალ დამატებასაც.


Ubisoft

Ubisoft-ის კონფერენცია გაიმართება 12 ივნისს თბილისის დროით 00:00 საათზე. გვაქვს მიზეზი ვივარაუდოთ შემდეგი თამაშების სიახლეებზე:  Beyond Good & Evil 2, Skull & Bones, The Crew 2. ასევე შესაძლოა შედგეს Watch Dogs 3-ის ანონსიც და ვიხილოთ The Division 2-იც.