ახალი VR თამაში კომპანია Oculus-ისგან

78 ნახვები

 

კომპანია Oculus-მა დააანონსა ახალი VR პროექტი სახელად Defector, ასევე თრეილერი და თამაშის 23 წუთიანი პროცესიც წარმოგვიდგინა. თამაში  ჯაშუშური, პირველი პირის ჟანრისაა, რომელიც განკუთვნილია კომპანიის VR მოწყობილობისთვის.

Defector-ში მოთამაშე მოირგებს ჯაშუშის როლს, რომლის დავალებაც გახლავთ გამოავლინოს დამნაშავეთა გლობალური ქსელი. დავალების შესრულებისას კი თქვენ რა თქმა უნდა მოგიწევთ შეებრძოლოთ ცუდ ბიჭებს და ტყვიების ქარ-ცეცხლშიც ამოყობთ თავს.  Oculus-მა თამაშის ანონსთან ერთად თამაშის პროცესის 23 წუთიანი პროცესიც წარმოგვიდგინა, სადაც ვხედავთ თუ როგორ გამოიყურება თამაშის გარემო, გრაფიკული მხარე, ბრძოლის სისტემა, იარაღის სროლა. თრეილერის ბოლოს კი მთავარი გმირი ასრულებ ნახტომს თვითმფრინავიდან სუპერავტომობილით. შემქმნელების თქმით მოთამაშის გადაწყვეტილებები, იქნება ეს დიდი თუ პატარა, გავლენას მოახდენს თამაშის მოვლენების განვითარებაზე.

 

 

 

ზოგ თქვენგანს გაუჩნდება არასასიამოვნო კითხვები თამაშის ოპტიმიზაციასა და გრაფიკული მხრის მიმართ. თუმცა მეგობრებო არ დაგავიწყდეთ, რომ VR გახლავთ ტექნოლოგია რომელიც ჯერ კიდევ განვითარების გრძელ გზას გადის.

 

თამაშის გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია, თუმცა შემქმნელები გვპირდებიან რომ თამაშის გამოსვლა 2018 წლისთვის არის დაგეგმილი.