Sega-მ ახალი მინი კონსოლი Mega Drive Mini დააანონსა

32 ნახვები

ღონისძიება Sega Fes 2018-ზე კომპანია Sega-მ დააანონსა ახალი მინი-კონსოლი Mega Drive Mini. როგორც ჩანს კომპანიამ გადაწყვიტა Nintendo-ს NES-ისა და SNES Mini-ის მსგავსი კონსოლი შექმნას და ამ გზით გააცნოს საკუთარი კლასიკური თამაშები როგორც ძველი, ასევე ახალი თაობის მოთამაშეებს.

ახალ კონსოლზე ჯერ-ჯერობით ძალიან ცოტა რამ ვიცით. უცნობია თამაშების სია, რომლებსაც ვიხილავთ ახალ Mega Drive Mini-ზე. რაც შეეხება კონსოლის ფასსა და მის ტექნიკურ მახასიათებლებს, ამასთან დაკავშირებით კომპანია მოგვიანებით ისაუბრებს. კომპანიის პრეზიდენტს ჰარუკი სატოს არც კონსოლის გამოსვლის თარიღი დაუსახელებია, თუმცა ფანებს დაჰპირდა რომ კონსოლი წელს გაიშვება გაყიდვაში.