ჰაკერებმა Far Cry 5-ის დაცვის სისტემა გატეხეს

44 ნახვები

ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰაკერების ჯგუფმა შეძლო და წარმატებით გადალახა Ubisoft-ის ახალი ჰიტის Far Cry 5-ის ყველა დაცვის საფეხური. თამაშის პირატული ვერსია უკვე განთავსებულია ტორენტ საიტებზე. ჰაკერების დაჯგუფებამ სახელად CPY თამაშის დაცვის სისტემის გატეხვა მისი გამოსვლიდან 2 კვირაში შეძლო. თამაშის გადმოწერა უკვე ნებისმიერ მსურველს შეუძლია. Far Cry 5-ის დასაყენებლად თქვენს პერსონალურ კომპიუტერს დასჭირდება 40 გიგაბაიტი სივრცე მყარ დისკზე. ჰაკერები აღნიშნავენ, რომ თამაშს ამ დროისთვის გააჩნია ოთხსაფეხურიანი დაცვის სისტემა. Denuvo, VMProtect, EAC და Uplay-სთან სინქრონიზაცია.

ცნობისთვის ჰაკერებმა Assassin’s Creed: Origins-ის დაცვის სისტემის გატეხვას რეკორდულად დიდი დრო მოანდომეს. ამის ფონზე კი Far Cry 5-ის გატეხვა ბევრად სწრაფად მოახერხეს.

პირველი პირის შუთერი Far Cry 5 გამოვიდა 27 მარტსPS4, Xbox One-სა და PC პლათფორმებზე. კრიტიკოსებმა თამაში შეაფასეს როგორც სერიის ღირსეული წარმომადგენელი. ასევე Ubisoft-ის ყველაზე ცოცხალ ღია სამყაროს მქონე პროექტად აღიარეს.