სერვისი Opera VPN წყვეტს მუშაობას.

31 ნახვები

კომპანია Opera-მ განაცხადა რომ აპლიკაცია Opera VPN რომელიც განკუთვნილია iOS და Android პლათფორმებისთვის 30 აპრილს წყვეტს მუშაობას. ბრაუზერის VPN ფუნქციის ბედზე შემქმნელებს განმარტება არ გაუკეთებიათ,როგორც ჩანს ბრაუზერი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

მომხმარებლები რომლებსაც ნაყიდი აქვთ პაკეტი Opera Gold კომპენსაციის სახით მიიღებენ VPNSurfEasy Ultra-ს ერთ წლიან გამოწერას. ხოლო Opera VPN-ის დანარჩენი მომხმარებლები SurfEasy Total VPN-ის 80%-იან ფასდაკლებას მიიღებენ. იმისათვის რომ ბრაუზერი გადავიდეს  SurfEasy-ზე ამისათვის საჭიროა უბრალოდ განაახლოთ იგი უახლესი ვერსიით.