Re-logic-მა Terraria: Otherworld-ზე მუშაობა შეწყვიტა

23 ნახვები

სტუდია Re-logic-მა განაცხადა, რომ ,პოპულარული სათავგადასავლო ჟანრის თამაშის Terraria-ს ახალი ნაწილი აღარ გამოვა. თამაშის შემდეგი ნაწილი ჯერ კიდევ 2015 წელს დაანონსდა და როგორც შემქმნელები იუწყებოდნენ უკვე წლის ბოლოს თამაშის გამოსვლაც იგეგმებოდა. თუმცა პროქტი შეჩერდა და მუშაობა 2017 წელს სტუდია Pipeworks-მა განაგრძო. თუმცა შემქმნელებმა საკუთარი იდეების რეალიზება ვერ მოახერხეს და ვერც ის რთული და გრძელი სამუშაო დრო შეაფასეს სწორად რაც თამაშის დასრულებას სჭირდებოდა. ამიტომ Re-logic-მა მიიღო გადაწყვეტილება და პროექტი Terraria: Otherworld შეჩერდა.

 

 

გუნდის დასკვნაში ნათქვამია, რომ შემქმნელებისთვის აღნიშნული შეცდომები კარგი გაკვეთილი იქნება, რათა მომავალში სათანადოდ შეაფასონ დაკისრებული საქმიანობის რისკები და სწორად შეძლონ საკუთარი გეგმების რეალიზება. ამ ეტაპზე სტუდიაში არ საუბრობენ მომავალი გეგმების შესახებ, თუმცა ვიცით რომ ამ ეტაპზე სტუდია დაკავებულია Terraria-ს ახალი განახლებით  1.3.6.