საშინელებათა ჟანრის თამაში Agony ცენზურას ექვემდებარება

11 ნახვები

Madmind Studio-მ განაცხადა, რომ საშინელებათა ჟანრის თამაში Agony ექვემდებარება ცენზურას, რათა არ მიიღოს ცვლილება რეიტინგში Mature-იდან (17 წლიდან ზემოთ)  Adults Only 18+-ზე (მხოლოდ უფროსებისთვის).

გუნდის განცხადებით მათ თამაშში შეცვალეს გარკვეული დეტალები, რათა შეეცვალათ ცენზურის რეიტინგი, თუმცა უცნობია რა დეტალებს შეეხო ცენზურა. შემქმნელები ამშვიდებენ თამაშის ფანებს იმით, რომ ის, რაც მათ აქამდე იხილეს რეკლამებსა თუ ვიდეო რგოლებში უცვლელად დარჩება თამაშში. შემქმნელების თქმით თამაშის ფანები ახლა ითხოვენ პასუხებს, თუ რა წაიშალა თამაშიდან ცენზურის ცვლილების გამო, ზოგი მათგანი კი შიშობს, რომ ისინი ვერ მიიღებენ საბოლოოდ ისეთ პროექტს, როგორსაც თავდაპირველად Madmind Studio დაჰპირდა მათ. შემქმნელები ფანებს ამშვიდბენ და პასუხობენ, რომ ამ კითხვებზე ნერვიულობა არ ღირს, რადგან ისინი მიიღებენ თამაშს, რომელიც მათ აქამდე არ უნახავთ. გარდა ამისა თამაშის PC ვერსია მიიღებს დამატებით პაჩს, რომელიც მთლიანად წაშლის ყველანაირ ცენზურას თამაშიდან. შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ კონსოლის მომხმარებლები დაიჩაგრნენ.

როგორც იცით ცენზურის რეიტინგს Adults Only 18+-ს (მხოლოდ უფროსებისთვის) იღებენ ის თამაშები, სადაც ჭარბად არის ხანგრძლივი ძალადობის, ასევე სექსუალური, ინტიმური, ხასიათის ამსახველი სცენები.

თამაშის გამოსვლა იგეგმება 2018 წელს, თუმცა ზუსტი თარიღი უცნობია. თამაშს მიიღებენ PlayStation 4, Xbox One და PC პლატფორმები. როგორც იცით თამაშის გამოსვლა თავდაპირველად დაგეგმილი იყო 2018 წლის მარტის ბოლოს.