Take-Two-ს საიდუმლო სტუდია ახალ BioShock-ზე მუშაობს

28 ნახვები

პორტალ Kotaku-ს რედაქტორმა ჯეისონ შრაიერმა ფართომასშტაბიანი ჟურნალისტური გამოძიება აწარმოა  სტუდია Hangar 13-ის ირგვლივ. მისი თქმით ამ დროისათვის სან-ფრანცისკოში უცნობი გუნდი სრულიად გასაიდუმლოებულად მუშაობს ცნობილი პირველი პირის შუთერის BioShock-ის ახალ ნაწილზე.

Hangar 13-თან ერთად გასაიდუმლოუბულ თამაშზე სახელწოდებით Parkside მუშაობდა ადამიანების მცირე ჯგუფი რომელიც ნელ-ნელა გაიზარდა. პროექტი იმდენად გასაიდუმლოებული იყო, რომ მასზე მომუშავე თანამშრომლებს ეკრძალებოდათ საუბარი Take-Two-ს სხვა სტუდიების კოლეგებთან. თუმცა აღნიშნულმა სიტუაციამ დიდხანს არ გასტანა და გაჟონა ინფორმაციამ, რომ გასაიდუმლოებული პროექტი გახლავთ BioShock-ის ახალი ნაწილი.  Kotaku-ს ანონიმური ინფორმატორი.

2017 წლის განმავლობაში Hangar 13-ის რამოდენიმე თანამშრომელი შეუერთდა ახალი BioShock-ის გუნდს.

გასული წლის დეკემბრის თვეში BioShock Infinite-ის დიზაინერი და Prey-ის ერთ-ერთი შემქმნელი დაბრუნდნენ 2K Games-ში და სავარაუდოდ ისინი აქტიურ მონაწილეობას იღებენ ახალ პროექტში.