ცნობილი გახდა The Banner Saga 3-ის გამოსვლის თარიღი

28 ნახვები

Stoic Studio-მ გამოაცხადა The Banner Saga 3-ის გამოსვლის თარიღი. თამაშის გაყიდვები დაიწყება 24 ივლისიდან და თამაშს მიიღებს ყველა აქტიური პლატფორმა. РС, Nintendo Switch, Xbox One და PS4.

თამაშის კონსოლის ვერსია გამოვა ფიზიკური დისკის სახით, რომელშიც შესული იქნება თამაშის სამივე ნაწილი. ევროპელი მომხმარებლებისთვის გაყიდვები 27 ივლისიდან დაიწყება. მოთამაშეებს ასევე საშუალება ექნებათ შეიძინონ სპეციალური ვერსია Bonus Edition. რომელშიც იქნება: თამაშის ტრილოგიის სამივე ნაწილი, მცირე ზომის არტ წიგნაკი, შერჩეული მელოდიები თამაშის საუნდტრეკებიდან, პოსტერი და თამაშის შიდა ინვენტარი Horn of Lichbaen.

 

 

 

 

PC პლატფორმის მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ თამაშის წინასწარი შეძენა, რის შემდეგაც მიიღებენ ბონუს ნაკრებს Dredge Ally Pack. სადაც შესული იქნება:

მეათე დონის Kivi Stoneguard უნიკალური საბრძოლო შესაძლებლობებით;

Unique Tank Combat Ability;

Unique Dredge Item Sculptors Tools;

14 Rank Axe Thrower Shield Cleaver;

Exlusive Dredge Heraldry;

გრემის ნომინაციის მფლობელი საუნდტრეკი, კომპოზიტორი ოსტინ უინთორი.

 

 

თამაშის მომხმარებლებისთვის ასევე ხელმისაწვდომი იქნება ლუქს და ლეგენდარული ნაკრებებიDeluxe Edition-ში შესული იქნება საუნდტრეკი, მსოფლიოს რუკა და თამაშის შიდა გამოყენებადი ინვენტარი. ხოლო Legendary Edition-ის მომხმარებლები მიიღებენ გმირის წოდებას “წყვდიადში მოსიარულე,” ლეგენდარულ ნივთს და ჯეიმს ფადელის რომანის ციფრულ ვერსიას.

შემქმნელები თამაშის პირველი ორი ნაწილის Nintendo Switch-სთვის გამოშვებას გეგმავენ, თუმცა როდის ეს უცნობია.