ახალ საშინელებათა ჟანრის თამაშს სახელად The Piano მაისის თვეში ვიხილავთ

76 ნახვები

დამოუკიდებელმა სტუდიამ Mistaken Visions-მა საკუთარი სადებიუტო თამაშის The Piano-ს გამოსვლის თარიღი გამოაცხადა. ფსიქოლოგიური, საშინელებათა ჟანრის თამაშის გაყიდვები სთიმის ონლაინ მაღაზიაში 24 მაისიდან დაიწყება.

თამაშის მოვლენები მიმდინარეობს პოსტომის დროინდელ პარიზში. თამაშის მთავარი გმირი გახლავთ პიანისტი, სახელად ჯონი, რომელსაც ბრალს სდებენ საკუთარი სამი მუსიკოსი მეგობრის მკვლელობაში, რომლებიც კარიერულად მასზე ბევრად წარმატებულნი იყვნენ. ახლა პიანისტის ერთადერთი მიზანია გამოიძიოს საიდუმლოებით მოცული მკვლელობა. მაგრამ მას ხელს უშლიან როგორც პოლიციელები, ასევე სხვა მოწინააღმდეგეები.

თამაში აერთიანებს საშინელებათა, სათავგადასავლო და გადარჩენის ჟანრებს. თამაში მოითხოვს ფსიქოლოგიურ ანალიზს და დეტექტიური საგამოძიებო უნარების გამოყენებას, რაც თამაშს ძალზედ საინტერესოს ხდის.

 

 

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ თამაში გამოდის 24 მაისს PC პლატფორმაზე.